ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბილაინის აბონენტები "DEEP PURPLE" კონცერტს დაესწრებიან
24/05/2010

24,მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

მედია ნონსი

ბილაინის 14 აბონენტი "DEEP PURPLE" კონცერტს დაესწრება

 24 მაისს , 16 საათზე,კაფე კარიბის ზღვის მეკობრეებში, გამოვლინდება „ბილაინის" იმ იღბლიანი აბონენტების ვინაობა, რომლებიც ლეგენდარული როკ ჯგუფის "DEEP PURPLE" კონცერტს დაესწრებიან.
კონცერტი 25 მაისს ქალაქ ერევანში გაიმართება და მასზე მოხვედრის საშუალება "ბილაინის" 14 აბონენტს ექნება,რომლებიც ვიქტორინის შედეგად გამოვლინდებიან.  მუსიკალურ ვიქტორინაში გამარჯვებულები  დაჯილდოვდებიან კონცერტზე დასასწრები ორი ბილეთით. ასევე უზრუნველყოფილნი იქნება გზის და სასტუმროს ხარჯებით. 

### 

"ბილაინის" გათამაშება 14 აპრილს დაიწყო და მასში მონაწილეობა ათი ათასზე მეტმა აბონენტმა მიიღო.

ლეგენდარული როკ ჯგუფის "DEEP PURPLE" კონცერტი ამიერკავკასიაში გამორჩეული მოვლენაა, არა მხოლოდ როკის მოყვარულებისთვის, არამედ ნებისმიერი მელომანისთვის.

"ბილაინში" მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მუსიკალურ დღესასწაულზე დასწრების შანსი მიგვეცა ჩვენი აბონენტებისთვის, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება",- განაცხადა "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.

### 

"DEEP PURPLE" 1967 წელს დაარსდა. ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მუსიკალური დისკი აქვს გაყიდული.

 

მისამართი : ახვლედიანის 21, კაფე „კარიბის ზღვის მეკობრეები"

საკონტაქტო პირი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
TBAGDAVADZE@BEELINE.GE

წაკითხულია: 2464